ureki18

სამედიცინო  და სამშენებლო ნარჩენები,   ნაყინისა და შოკოლადის შესაფუთი ქაღალდი, პოლიეთილენის პარკები, ბოთლები და ბოთლის თავსახურები, ხე-ტყის ნარჩენები, ტანსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები,  მინა – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნარჩენებისა, რომლებითაც, როგორც შავი ზღვის სანაპიროები და საკურორტო ზონები,  ზღვაც საკმაოდ ღრმად  არის დაბინძურებული.

სახელმწიფო სხვადასხვა  ბრჭყვიალა და მიმზიდველი რეკლამით ტურისტებს  ზღვისპირა რეგიონში ვიზიტისკენ მოუწოდებს.   საინტერესოა, რამდენად უსაფრთხოა ზღვა, რომელიც საქართველოში ტურიზმის მნიშვნელოვანი კერაა და როგორ უფრთხილდება მას სახელმწიფო ან მოსახლეობა.

რთულია, დაიჯერო, მაგრამ ნივთიერებები,  რომლებიც  ჩვენი ყოველდღიური მოხმარების ნივთების შემადენლობაში შედის,  თავის ტკივილის წამალში, პიცის შესაფუთ ყუთებში, ფეხსაცმლის კრემსა  და სხვა საგნებში, ზღვაში მოხვედრის შემთხვევაში ახდენენ უარყოფით გავლენას შავ ზღვასა და მის სიღრმისეულ ფენებზეც კი.

                                                  ,, ქათქათა’’  ბათუმი

აჭარის სანაპირო ზოლის ერთ-ერთი დამაბინძურებელია ქ. ბათუმის ნაგავსაყრელი, რომელიც ზღვისგან რამდენიმე მეტრის მოშორებითაა.  იქ წლების განმავლობაში იყრებოდა ბათუმის სამრეწველო ობიექტის წარმოების ნარჩენები, რის შედეგადაც   მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე გაჩნდა 40-50 ჰა. ნაგვის სქელი ფენით დაფარული ტერიტორია, სადაც ნაგავს წვავდნენ და არ ხდებოდა მისი  ქიმიური ხსნარით დამუშავება. წვიმისა და წყალდიდობის დროს ნაგვის დიდი ნაწილი მდინარეში ირეცხება და ზღვაში ჩადის,  შემდეგ კი ზღვის ტალღებს მთელ სანაპიროზე გადააქვს.

nagavsakari-e1467018811969

                                                       ნავთობი შავ ზღვაში

      ნავთობი უმეტესად შავი ზღვის სანაპირო ზოლს აბინძურებს, რადგან სწორედ აქაა თავმოყრილი მდინარის შესართავები, ჩამდინარე წყლების ჩაშვების წერტილები, პორტები და სამრეწველო ობიექტები. გემებიდან ჩაღვრილი ნავთობპროდუქტები კი აბინძურებს არა მარტო სანაპირო ზოლს, არამედ ზღვასაც. შავ ზღვაში ყოველწლიურად თითქმის 111000 ტ  ნავთობი იღვრება, რაც, ოფიციალური მონაცემების თანახმად, უმეტესწილად დაუდევრობის გამო ხდება. ჩაღვრილი ნავთობი აზიანებს სანაპიროს ეკოსისტემას, ანადგურებს თევზის ქვირითსა და ლიფსიტებს.  საფრთხე ემუქრებათ ზღვის ფრინველებსაც.   ზღვის აკვატორიაზე ფენოლების შემცველობა დასაშვებ ნორმაც 40-ჯერ აღემატება, ორგანული ნივთიერები 12-ჯერ, ხოლო აზოტის ნაერთები  6-ჯერ. სანაპირო ზოლში დასახლებული პუნქტებიდან ყოველწლიურად ზღვაში 7000 ტ აზოტი, 2000 ტ ფოსფორი და  ამავე რაოდენობის ორგანული ნივთიერებები  ხვდება.

 მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ  ბუნებას დაბინძურებული გარემოს ძალიან მცირე ნაწილის რეაბილიტაციის უნარი შესწევს და რომ ამ მხრივ მისი ძალები შეზღუდულია.    ის იოლად არ ქრება, რადგან  ტოქსიკური და ქიმიური ნივთიერებებისგან, რომლებითაც მიწა და წყალი იჟღინთება,  გათავისუფლებას, სავარაუდოდ, ათწლეულები ესაჭიროება.

რამდენად უსაფრთხოა  ზღვა, რომელიც ქვეყნის ტურიზმის მნიშველოვან კერას წარმოადგენს , ემუქრება თუ არა ადამიანების ჯანრმთელობას საფრთხე და რას აკეთებს ამისთვის  სახელმწიფო  ? – ამ კითხებზე მოსახლეობას პასუხი არ აქვს, თუმცა ის ფაქტი, რომ შავი ზღვა ეკოლოგიური  პრობლემების წინაშე დგას, ყველასთვის ცალსახაა.

26993799_1538734916207048_173025432866474996_n

Leave a comment